შიდა ქართლში ყალბი ფულის გასაღებისთვის ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerვალუტა
ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურები გაასაღა. ყალბი კუპიურები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ოთხი ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა შიდა ქართლის რაიონში გაასაღა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას და ითვალისწინებს შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0