მორიგი აქცია საქართველოში – შეცვალე პირადობის მოწმობა უფასოდ

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეს აღნიშნული აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

ბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის (ID–ბარათის) გაცემის მორიგი გრძელვადიანი აქცია დაიწყო, რომელიც 1 ნოემბრამდე გაგრძელდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირადობის მოწმობის აღებას უფასოდ შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს, მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები და მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ, აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სიმ-ბარათების აღება იუსტიციის სახლებშიც იქნება შესაძლებელი

აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

როგორც უწყებაში განაცხადეს, აქცია ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას.

შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

„დღეის მდგომარეობით, საქართველოს საარჩევნო უფლების მქონე 2 500 000-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 250 000-მდე მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 700 000-ზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს", – აღნიშნულია განცხადებაში.

აქცია 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე გაგრძელდება და აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

ყველა ახალი ამბავი
0