რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა

© FB / Giorgi Kvirikashviliსაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსხვა მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას, რადგან ეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. თანამშრომლობა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის შეხვედრის მთავარი თემა, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს, რომელთანაც თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა.

„მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მაღალი დონის ვიზიტების ფარგლებში გამართული შეხვედრები ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყობს ხელს“, — ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი და კარენ კარაპეტიანი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს

შეხვედრისას კვირიკაშვილმა და სარგსიანმა ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება. 

„ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტიური და დადებითი დინამიკაა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით. მე მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან განმეხილა ძალიან საინტერესო საკითხები, რაც, ვიმედოვნებ, კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას“, — აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში.

ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პერტნიორების ათეულში შედის. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წლის იანვარში 42,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0