კაკულია: ვხედავ, რომ მოდის გიორგი ბრწყინვალე და ამის შემდეგ ამოისუნთქებს საქართველო
„ყველას პოლიტიკოსობა უნდა. საბოლოოდ საქართველოში ორი პარტია დარჩება. ეს პარტიები, სოკოებივით რომ არიან, არც ერთი აღარ იარსებებს. ნიჭიერი, ძლიერი ახალგაზრდები მოდიან. ჩვენი პატარა ქართველები უნდა გავყაროთ სასწავლებლად უცხოეთში და მათ ვერავინ ვერ მოერევა“, — განაცხადა კაკულიამ.
როგორც წინასწარმეტყველმა აღნიშნა, ხედავს, რომ მოდის გიორგი ბრწყინვალე, რომელსაც აქვს ის ძალა, განათლება, რაც საქართველოს სჭირდება აღმშენებლობისთვის. კაკულიას განცხადებით, ამის შემდეგ ამოისუნთქავს საქართველო.