კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

© Photo: Courtesy of Elsever Aliyevაზერბაიჯანის სახანძრო მანქანები
აზერბაიჯანის სახანძრო მანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის დედაქალაქში რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ დისპანსერში ხანძრის მიზეზი ჩაუმქრალი სიგარეტი ან მოკლე ჩართვა გახდა

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელ ხალხსა და მთავრობას ბაქოში ნარკოლოგიურ დისპანსერში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ხანძარი ბაქოში - Sputnik საქართველო
ნარკოდისპანსერში გაჩენილ ხანძარს 26 ადამიანი ემსხვერპლა – ვიდეოკადრები

ბაქოში 2 მარტს ნარკოლოგიურ დისპანსერში, სადაც მწოლიარე ავადმყოფები მკურნალობას გადიოდნენ, ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ცოცხლად დაიწვა 25 ადამიანი. ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ბაქოში ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს, აზერბაიჯანელ ხალხს და აზერბაიჯანის მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვართ“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.


ყველა ახალი ამბავი
0