ენგურჰესთან კლდის ჩამოშლის გამო საავტომობილო გზა დაკეტილია

© courtesy of Roads Department of Georgiaსპეცტექნიკა გზის გასაწმენდად
სპეცტექნიკა გზის გასაწმენდად - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები. მოძრაობა, სავარაუდოდ, უახლოეს დროში აღდგება.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

აღნიშნული გზის 33-ე კილომეტრზე დიდი რაოდენობით მიწა-კლდის მასა ჩამოწვა, რის გამოც ამ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე დილიდან დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, რათა ტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0