თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი დაიღუპა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.