თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო დონის ინგლისურენოვანი პროგრამები გაჩნდება

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგლისურენოვანი პროგრამები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სტუდენტები სამი საგანმანათლებლო პროგრამის სწავლას უცხო ენაზე შეძლებენ, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უნივერსიტეტმა საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო ინგლისურენოვან სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე — მათემატიკის სადოქტორო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო და ურბანისტიკის სადოქტორო.

ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტები იმ სტანდარტებით შეძლებენ სწავლას, რაც პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს და ხელს შეუწყობს მათ კონკურენტუნარიანობას შრომის საერთაშორისო ბაზარზე.

ინგლისურენოვანი პროგრამები უცხოელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა. მაგალითად, ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა" ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად შემუშავდა პროექტის „საქართველო — ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში" ფარგლებში.

ლაბორატორია კოლეჯ „სპექტრში - Sputnik საქართველო
საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

მათემატიკის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა შემუშავებულია გერმანული სამეცნიერო ფონდის Volkswagen Stiftung მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გოტინგენის გეორგ-აუგუსტუსის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორების რალფ მეიერის და ინგო ვიტის მონაწილეობით. სადოქტორო პროგრამა შექმნილია გოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტის მათემატიკის სადოქტორო პროგრამის ანალოგიით.

ურბანისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემთხვევაში შესაძლებელია ურბანისტიკასა და არქიტექტურაში ორმაგი დიპლომის (Double Degree) მიღება — ქართული და ევროპული.

თსუ-ში დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას და თანამედროვე ტენდენციების გაზიარებას.

ყველა ახალი ამბავი
0