სომხეთსა და თურქეთს შორის მეგობრობა არ შედგება — ოქმები ანულირებულია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთსა და სომხეთს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსა“ და „ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ოქმს“ 2009 წელს მოეწერა ხელი ციურიხში.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 2009 წელს ხელმოწერილი ოქმები თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ, ბათილად გამოაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სომხურ ტელეარხ „ერკირ მედიაზე“ დაყრდნობით.

ტელეარხი ციტირებს პრეზიდენტის პრეს-მდივნის ვლადიმირ აკოფიანის სიტყვებს:

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხურ–თურქული ოქმები ბათილადაა ცნობილი“.

აღსანიშნავია, რომ სარგსიანმა ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან, რომ სომხური მხარე ოქმებს მომავალი გაზაფხულისთვის გამოაცხადებდა ბათილად, ვინაიდან მათ რეალიზაციაში არანაირი ძვრა არ შეინიშნებოდა.

მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა თურქეთი იმგვარი უსაფუძვლო პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა, რომლებიც ოქმების არსს ეწინააღმდეგებოდა. 

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

თურქეთსა და სომხეთს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმსა“ და „ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ოქმს“ 2009 წელს მოეწერა ხელი ციურიხში, რის შემდეგაც დოკუმენტების რატიფიცირება ქვეყნების პარლამენტებს უნდა მოეხდინათ.

თუმცა, იმავე წლის მიწურულს თურქეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა არ მოახდენდა რატიფიკაციას მანამ, სანამ ყარაბაღის საკითხი არ გადაიჭრებოდა. რაც შეეხება სომხეთს, მან რატიფიცირების პროცესი, პრეზიდენტ სარგსიანის ბრძანებულებით, 2010 წლის 22 აპრილს შეაჩერა.

ყველა ახალი ამბავი
0