პრემიერი კვირიკაშვილი სომხეთში მიემგზავრება

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი კოლეგის გარდა, გიორგი კვირიკაშვილი ასევე პირისპირ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი პარასკევს, 2 მარტს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება სომხეთში, იუწყება მთავრობის მეთაურის მეთაურის პრესსამსახური.

გიორგი კვირიკაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმზე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილის ვიზიტი სომხეთში გადაიდო — მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია

„პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურ კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით“, — ნათქვამია განცხადებაში.

სომეხი კოლეგის გარდა, გიორგი კვირიკაშვილი ასევე პირისპირ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა მაშინ მეზობელ რესპუბლიკაში სტუმრობა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0