ქართველმა მოცეკვავემ ისრაელის ფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა

© FB / Anna Pataridzeანა პატარიძე
ანა პატარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მოცეკვავეები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და საკუთრივ ისრაელიდან.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ქართველმა მოცეკვავე ანა პატარიძემ ისრაელში მიმდინარე არაბული ცეკვების XIV საერთაშორისო ფესტივალის ორ ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.

წელს Eilat Festival-ის კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მოცეკვავეები საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სერბეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან და საკუთრივ ისრაელიდან.

„Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას 27 წლის ანა პატარიძის პედაგოგმა ელენე ჩიხლაძემ, რომელსაც ჩვენში ელენ ორიენტალის სახელით იცნობენ, განაცხადა, რომ ანამ ორ საპრიზო ნომინაციაში გაიმარჯვა.

„ჩემმა მოსწავლემ ანა პატარიძემ პირველი ადგილი აიღო ნომინაციებში „ფოლკლორი“ და „კლასიკა“. ფესტივალის გამარჯვებულს ის მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა. ეს ფესტივალი უკვე 14 წელია ტარდება და ძალიან პრესტიჟულად მიიჩნევა“.

აღსანიშნავია, რომ ანა პატარიძეს მანამდე არაერთხელ აქვს მონაწილეობა მიღებული და საპრიზო ადგილები მოპოვებული ეგვიპტურ ცეკვის ფესტივალ Salamat Masr-ში. მან ასევე მიიღო მონაწილეობა "ნიჭიერის" მეშვიდე სეზონში.

Eilat Festival-ი ქალაქ ეილათში ტარდებოდა 21-24 თებერვალს. მისი ორგანიზატორები არიან ცნობილი ქორეოგრაფები ორიტ მაფცირი და ვაელ მოავი.

ყველა ახალი ამბავი
0