აბანოთუბანში საიუველირო მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliაბანოთუბანი
აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის პოლიცია უკვე სწავლობს მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერებს.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. აბანოთუბანში მდებარე საიუველირო მაღაზიაში „ვერცხლეულობა“ შეიარაღებული და ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და გაძარცვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა, რომელიც გამყიდველს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა, ვიტრინებიდან 15 ათასი ლარის ღირებულების ვერცხლის ნაკეთობა გაიტაცა და მიიმალა.

პოლიცია უკვე სწავლობს მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერებს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ყაჩაღობის“ მუხლით, რაც 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0