„წითელი ბეღურა“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 1-4 მარტს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი კინოტეატრის სალაროებთან
თბილისის ერთ-ერთი კინოტეატრის სალაროებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხიბლავი ჯენიფერ ლოურენსი რუსი აგენტის როლში, ჯეიმს მაკევოი და ალისია ვიკანდერი გულისამაჩუღებელ დრამაში და თავხედური ძარცვა ქარიშხლის დროს - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

1 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„წითელი ბეღურა“ (Red Sparrow) — რეჟისორ ფრენსის ლოურენსის ამერიკული ტრილერი ჯაშუშებზე. ფილმი მოგვითხრობს რუსული დაზვერვის ოფიცერზე, წარსულში პრიმა-ბალერინა დომინიკა ეგოროვაზე, რომელმაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ ცდუნების სწავლა გაიარა — მან ჯერ უნდა აცდუნოს თავისი „მიზანი“, შემდეგ მოატყუოს და უღალატოს მას. ეს უნარები მან CIA-ს აგენტ ნატანიელ ნეშზე უნდა გამოცადოს, რომელიც რუსეთში საიმედო დაცვის ქვეშ მუშაობს. მაგრამ ახალგაზრდა ჯაშუშების დაპირისპირება დაუოკებელ და აკრძალულ ლტოლვად იქცევა, რომელიც შეყვარებულთა სისცოცხლეს და მსოფლიო არენაზე სიმშვიდეს დაემუქრება. მთავარ როლებში: ჯენიფერ ლოურენსი, ჯოელ ედგერტონი, მატიას შონარტსი, შარლოტა რემპლინგი და ჯერემი აირონსი.

„ფსკერზე“ (Submergence) — რეჟისორ ვიმ ვენდერსის ამერიკული დრამატული ტრილერი. მთავარ როლებში ჯეიმს მაკევოი და ალისია ვიკანდერი. აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჯიჰადის მიმდევარ ბოევიკებს უფანჯრო ოთახში ტყვეობაში ჰყავთ ინგლისელი მზვერავი ჯეიმსი. ამავე დროს იმ ადგილიდან ათას კილომეტრში, გრენლანდიის ზღვაში კვლევით ექსპედიციაში მეცნიერი ქალი დენიელი ზღვის ფსკერზე ბატისკაფით სახიფათო დაშვებისთვის ემზადება. თითოეული მათგანი ამ რთულ ვითარებაში იხსენებს გასული წლის შობას, როდესაც საფრანგეთის პლაჟზე შემთხვევითმა შეხვედრამ ბობოქარი რომანტიკული ურთოერთობა გამოიწვია.

„ძარცვა შტორმში“ (The Hurricane Heist) — რეჟისორ რობ კოენის ამერიკული ბოევიკი ტობი კებელით და მეგი გრეისით მთავარ როლებში. ქურდების ბანდა იდეალურ გეგმას მოიფიქრებს. მათ უნდა ისარგებლონ მოახლოებული ქარიშხლით და აშშ-ის ხაზინიდან 600 მილიონი დოლარი მოიპარონ. მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ სტიქიური უბედურება კატასტროფული ძალის იქნება და მე-5 კატეგორიას მიაღწევს. ამის გამო ისედაც არც ისე იოლი ოპერაცია ძალიან გართულდება.

საინტერესო ფაქტები: სცენის გადაღების დროს, როდესაც გმირები მანქანიდან გადმოვლენ, მათ კი წყლის ძლიერი ნაკადი წალეკავს, მსახიობებს 200 ათასი ლიტრა წყალი გადაასხეს.

გასული კვირიდან თბილისის ეკანებზე გამოვიდა რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო მხატვრული ფილმი „დედე“, ანიმაციური ფილმი „გნომობანა“ (Gnome Alone), რეჟისორ რიდლი სკოტის კრიმინალური ტრილერი „სამყაროს მთელი სიმდიდრე“  (All the Money in the World) და კომედია „დამპლური თამაშები“ (Game Night).

ასევე კინოთეატრებში — ამერიკული მხატვრული ფილმი „შავი პანტერა“, სპილბერგის ტრილერი „ვაშინგტონ პოსტი საიდუმლო მასალები“ (The Post) მერილ სტრიპით და ტომ ჰენქსით მთავარ როლებში, რეჟისორ ჯეიმს ფოულის ამერიკული დრამატული ფილმი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades Freed), რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“, გია კაჭარავას კომედია „დაბოლილი ნასოსი — მაიტა ნასოსი 2“ და სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle).

მულტფილმი ბავშვებისთვის: ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“ და „წყალქვეშა საძმო შვიდფეხას თავგადასავალი“.

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0