თბილისში შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთი გარდაიცვალა

გამოწერა
ყველა მოსწავლე, რომლებიც შენობიდან გადმოვარდნილი შუშის შედეგად დაშავდა, საავადმყოფოში იმყოფება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობიდან შუშა გადმოვარდა და ექვს მოსწავლეს დაეცა, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის პრეს-ცენტრში.

112 - Sputnik საქართველო
თბილისში შენობიდან ჩამოვარდნილმა შუშამ, სავარაუდოდ, ადამიანი იმსხვერპლა

მომხდარი ფაქტის შედეგად დაზარალებული სამი მოზარდი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, დანარჩენები კი Amtel Hospital-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმე იყო. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდები თბილისის №70 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0