ქარელში სამი ადამიანი არხში დაიხრჩო

გამოწერა
უბედური შემთხვევა ოთხშაბათს, გამთენიისას მოხდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი ავტოავარია გახდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცნობეს, ოთხშაბათს, გამთენიისას მსუბუქი ავტომანქანა ხიდიდან გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ხუთი მგზავრიდან ორმა გადარჩენა მოახერხა, სამი კი დაიხრჩო.

უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0