ქართველმა დიზაინერებმა საკუთარი კოლექციები პარიზში წარადგინეს

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერებს მიეცა საშუალება საკუთარი კოლექციები მოდის სამყაროს წამყვან წარმომადგენლებს აჩვენონ

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. რვა ქართველი დიზაინერი 28 თებერვლიდან 6 მარტამდე წარდგება პრესტიჟულ პარიზულ შოუ-რუმში MoreDash. 

MoreDash Sales & PR Agency – დიზაინერთა ხელშეწყობის საერთაშორისო სააგენტოა, რომლის კურატორები არიან დარია შაპოვალოვა — Mercedes-Benz Kiev Fashion Days-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი და ასევე ნატალია მოდენოვა — MBKFD-ს გენერალური დირექტორი.

ღონისძიება პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ ტარდება და მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მოვლენას წარმოადგენს. ღონისძიებაზე იკრიბება 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი, 130 ბაიერი და მთელი მსოფლიოს მედია.

ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის - Sputnik საქართველო
ქართული სტილი: ჩოხა მსოფლიო მოდაში შემოდის

MoreDash-ის შოუ-რუმში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წარმოდგენილია შემდეგი ქართველი დიზაინერები: N-Duo, Dalood, Anouki, Tamuna Ingorokva, Lako Bukia, Brand Lalo, Material Tbilisi, Lya.

ქართველი დიზაინერები ცნობილ ბაიერებს 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს გააცნობენ, კონტაქტებს დაამყარებენ და ახალ საერთაშორისო დონეზე გასვლას შეძლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0