კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 42 ათასი ლარის ღირებულების სიგარეტი

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეგრელოსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და ქვემო ქართლში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიგარეტის კოლოფები დახლზე - Sputnik საქართველო
საგამოძიებო სამსახურმა 3 050 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორი ფაქტი გამოავლინეს: ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია უაქციზო სიგარეტი „მასტერის" 18,5 ათასი კოლოფი.

ხოლო სამეგრელოს რეგიონში ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 3 250 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

სიგარეტების საერთო ღირებულება 42 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-200 მუხლის („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა") მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0