თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ხაშურის გარეუბანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე ლიტვის საელჩოს ინიციატივითა და ხაშურის მერიის მხარდაჭერით სარეკრეაციო ზონის მოწყობა იგეგმება.
პარკი დაახლოებით 27,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება. დაგეგმილია ველობილიკების, ატრაქციონების მოწყობა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ შექმნილი ქანდაკებების განთავსება.
პროექტის დეტალები უკვე განიხილეს ხაშურის რაიონის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და საქართველოში ლიტვის ელჩმა გეიდრიუს პუოჯუნასმა, აღნიშნულია მერიის Facebook-გვერდზე.
გაზაფხულზე ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები დაიწყება.