თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერია სრულად დაუფარავს სწავლის საფასურს წარმატებულ სტუდენტებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ხოლო დანარჩენებს 562,5 ლარს დაურიცხავს

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია 2018 წელს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებლად 1,2 მილიონ ლარს დახარჯავს, ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

საგაზაფხულო სემესტრის დასაფინანსებლად წარმატებული სტუდენტების განაცხადების მიღება 1 მარტს დაიწყება და 31 მაისს დასრულდება. სტუდენტებმა განაცხადი და დოკუმენტაცია თბილისის მერიაში უნდა შეიტანონ.

„პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე და რომლებიც აკრედიტაციისა და ავტორიზაციის მქონე სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლობენ“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ლაბორატორია კოლეჯ „სპექტრში - Sputnik საქართველო
საქართველოს ორი პროფსასწავლებლის დიპლომები მსოფლიოს 102 ქვეყანაში აღიარეს

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ყოველ სემესტრში 562,5 ლარი ერიცხება, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფინანსება 70% ან 100%-ს შეადგენს.

„სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2015-2017 წლებში დედაქალაქის მერიამ 6500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა. 2018 წელს ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა და 1,2 მილიონი ლარი შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0