დიდი ხანძარი გაჩნდა თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბაზრობაზე თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სტადიონ „დინამო არენასთან“ ახლოს. იხილეთ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.
ხანძრის ლიკვიდაციაში 35 სხვადასხვა ტიპის სახანძრო მანქანა და ასამდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მიუხედავად პოლიციის ბარიერებისა, ზოგიერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ბაზრობის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო — ნანახი მათთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. გამოსვლისას მათ თქვეს, რომ მთელი მათი ქონება ხანძარმა გაანადგურა.

ბაზარში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში 35 სხვადასხვა ტიპის სახანძრო მანქანა და ასამდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა

ხანძარი ქალაქის სხვადასხვა უბნებიდნა კარგად ჩანდა

მაგრამ ყველაზე საშინელი სანახაობა ქონდათ სახლის მაცხოვრებლებს, რომლის ფანჯრებიც პირდაპირ დაჰყურებდა ხანძარს

ხანძრის ადგილზე მალევე მივიდნენ ბაზარში განთავსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები

ზოგიერთმა მათგანმა პოლიციის ბარიერების გადალახვა შეძლო საკუთარი ქონების სანახავად

დაბრუნების შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მათი საქონელი მთლიანად განადგურდა

თვითმხილველების თქმით ხანძარი უცბათ გაჩნდა

ხანძარს აკვირდებოდნენ ბაზრის მახლობლად მაცხობვრებლები

მეხანძრეები ცეცხლს ორ საათზე მეტხანს აქრობდნენ

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ მეხანძრეების სამუშაო არ დასრულებულა - 20 სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე დარჩა აალების კერების სრული ლიკვიდაციისათვის

ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა

ხანძარმა გაანადგურა სავაჭრო ობიექტები და სასაწყობე შენობები, რომელთა საერთო ფართი სამი ათასი კვადრატული მეტრია

მეხანძრეების ოპერატიული ქმედებების წყალობით ხანძარი ახლოს მდებარე სხვა სავაჭრო ობიექტებსა და შენობებზე არ გავრცელებულა

ხანძრისგან მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ არ დათვლილა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, მან შესაძლოა ასობით ათასი ლარი შეადგინოს

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა

დამწვარი სავაჭრო ობიექტების ვაჭრები და მფლობელები შემთხვევის ადგილს არ ტოვებდნენ იმის მოლოდინში, თუ როდის მიეცემოდათ საშუალება, ენახათ საკუთარი ქონება

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და შემდეგ გავრცელდა სხვა შენობებზე

დამწვარ ბაზართან ახლოს განთავსებულია ბევრი სავაჭრო ობიექტი, საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები და სტადიონი "დინამო არენა"

მეხანძრეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხანძარი არ გავრცელებულიყო

ხანძრის გაჩენის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება. ექსპერტიზა დაადგენს ხანძრის გაჩენის მიზეზს