საქართველოს ეროვნულ ბალეტს იაკუტიაში სიმღერითა და ცეკვებით დახვდნენ

გამოწერა

საქართველოს ეროვნული ბალეტის მოცეკვავეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს იაკუტსკის აეროპორტში. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ჩაიარა არტისტების დახვედრამ

საქართველოს ეროვნული ბალეტი იაკუტიაში ჩავიდა, სადაც არტისტებმა საზეიმო დახვედრის დროს "ოსუოხაის" აეროპორტში  იაკუტიის მცხოვრებებთან ერთად იცეკვეს.

საქართველოს ეროვნული ბალეტირუსეთში ტურს მართავს. იაკუტიაში ბალეტის 32 წევრიანი დასი დადგამს უნიკალურ საცეკვაო შოუს "საქართველოს ცეცხლი".

საქართველოს ეროვნული ბალეტი უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ეწვია. 1990 წლიდან დღემდე ბალეტის არტისტები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ინდოეთში, აშშ-შ, ესპანეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იაპონიაში, ათჯერ იტალიაში, ინგლისში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, თურქეთსა და ისრაელში.

ყველა ახალი ამბავი
0