რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო, სამედიცინო და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების რეალიზება ქვეყნებს შორის უნდობლობის გადალახვას უწყობს ხელს. მეცნიერებს, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს, ბიზნესმენებს, რელიგიურ მოღვაწეებს, ახალგაზრდულ, ტურისტულ და სპორტულ ორგანიზაციებსა და რიგით მოქალაქეებს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.
შეუძლიათ თუ არა არასამთარვობო ორგანიზაციებსა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებს მთავრობის გადაწყვეტილებებზე რეალური ზეგავლენის მოხდენა? როგორ აშუქებს მედია საზოგადოებრივი აქტივისტების ინიციატივებსა თუ წინადადებებს? რა მომავალი ელის საქართველოში სახალხო დიპლომატიას? ამ და სხვა კითხვებზე გასცემენ პასუხებს პრესკონფერენციის მონაწილეები:
— „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე;
— საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ვასო კაპანაძე.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.