გაჩეჩილაძე: სულ ვიცილებდი თავიდან, ერთ დღესაც ვთქვი, რატომაც არა

© FB/ Nino Gachechiladze / ნინო გაჩეჩილაძე
ნინო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე საუბრობს იმაზე, როგორ გადაწყვიტა მსახიობი გამხდარიყო.
გაჩეჩილაძე: სულ ვიცილებდი თავიდან, ერთ დღესაც ვთქვი, რატომაც არა

„არასდროს არ მიოცნებია მსახიობობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არასერიოზული პროფესიაა. თუმცა შემდეგ შემეცვალა ეს დამოკიდებულება. ქვეცნობიერად მაინც იდო ჩემში მსახიობობის სურვილი. როცა მეუბნებოდნენ, რომ კარგი მსახიობი ვიქნებოდი, სულ ვიცილებდი ამ აზრს თავიდან. ერთ მშვენიერ დღეს დავფიქრდი და ვთქვი, რატომაც არა?“ — იხსენებს ნინო გაჩეჩილაძე.

მსახიობის თქმით, მამა სასტიკი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების, თუმცა დედა დადებითად შეხვდა. 17 წლის ასაკში გაჩეჩილაძემ თეატრალურზე ჩააბარა და დღემდე ამ სფეროში მოღვაწეობს.

ყველა ახალი ამბავი
0