თბილისში ტაქსისტები უნებართვოდ მუშაობისთვის დაჯარიმდებიან

გამოწერა
პარლამენტში განსახილველად შევიდა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თბილისში ტაქსის რეგისტრაციის და ტაქსისტად მუშაობის ნებართვის მიღების შესახებ.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისელ ტაქსის მძღოლებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესწორებების თანახმად, 200-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ მგზავრებს უნებართვოდ ან ნებართვის წესების დარღვევით გადაიყვანენ.

შესწორებების პროექტის თანახმად, თუ ტაქსის მძღოლი 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის ჯარიმას, მას ჯარიმის ორმაგი რაოდენობის საურავი დაერიცხება.

სამარშრუტო ტაქსები თბილისის ქუჩებზე - Sputnik საქართველო
თბილისში სამარშრუტო ტაქსების გაჩერება შეიზღუდება

საკანონმდებლო შესწორებების პაკეტი განსახილველად უკვე შევიდა საქართველოს პარლამენტში. ცვლილებების ინიციატორები არიან უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი.

იმის თაობაზე, რომ თბილისში სავალდებულო გახდება ტაქსის რეგისტრაცია და მძღოლმა მუშაობის ნებართვა უნდა აიღოს, იანვარში ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

უფრო ადრე მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლად მუშაობის საფასურის გადახდა ერთჯერადი იქნება, თანხა კი — მინიმალური. გარდა ამისა, მერია მუშაობს იმაზე, რომ ტაქსისტად მუშაობის ნებართვის აღება ონლაინ-რეჟიმში გახდეს შესაძლებელი.

ნებართვის ასაღებად საჭირო იქნება პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის წარდგენა.

ყველა ახალი ამბავი
0