დიპლომი არის, სამსახური – არა: განათლების პრობლემები საქართველოში

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი განათლების პრობლემების შესახებ
ბრიფინგი განათლების პრობლემების შესახებ - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების არსებულ პოლიტიკაზე, ასევე ამ სფეროს აქტუალურ პრობლემებსა და პერსპექტივებზე „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში განათლების სფეროს ექსპერტებმა იმსჯელეს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის თანახმად, 2018 წელს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სისტემური ცვლილებების ახალი ეტაპი იწყება. მისი მიზანია, რომ განათლება ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი გახდეს.

საქართველოს მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა ქვეყნის განათლების სისტემის განვითარება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არა მხოლოდ თეორიული ცოდნით, არამედ ის მიმართული უნდა იყოს მათი პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.

რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი მიიჩნევს, რომ განათლების არსებული პოლიტიკა პირდაპირ ახდენს გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე და საზოგადოებრივ განწყობაზე მთლიანად. კერძოდ, გაეროს მიერ მომზადებულ 2017 წლის მსოფლიო მოხსენებაში ბედნიერების შესახებ საქართველო 155 ქვეყანას შორის 125-ე ადგილზეა, ხოლო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან უარეს მდგომარეობაში მხოლოდ უკრაინა აღმოჩნდა.

„ბევრსა აქვს დიპლომი, მაგრამ სამსახური — არა, ან სხვა პროფილით მუშაობს. ბუნებრივია, ასეთი ადამიანი საშიშია არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ასეთი ვითარება აგრესიულ განწყობას აყალიბებს… ყველა ეს ადამიანი პოტენციურად კრიმინალური საზოგადოებაა. ჩვენ მას კადრებით ვამარაგებთ, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ ეკონომიკას განათლებამიღებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაოს მიცემა არ გამოსდის", — მიიჩნევს რუსეცკი.

© Sputnik / Levan Avlabreliრეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი
Директор Кавказского института региональной безопасности Александр Русецкий - Sputnik საქართველო
რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი

საქართველოს ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალიკა გუჩუა ეთანხმება მოსაზრებას, რომ განათლების სფეროში არსებული პრობლემები კრიმინალური საზოგადოების ჩამოყალიბებას იწვევს, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპასთან უვიზო რეჟიმს და ქვეყნის იმიჯს აზარალებს. ამავე დროს ის ყურადღებას ამახვილებს მათზე, ვინც სინამდვილეშია პასუხისმგებელი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალიკა გუჩუა
Председатель Ассоциации молодых экспертов Грузии, Алик Гучуа - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალიკა გუჩუა

„განათლება უკავშირდება არა მხოლოდ საბავშვო ბაღს, სკოლასა და უნივერსიტეტს — ის, პირველ რიგში, ოჯახიდან უნდა მოდიოდეს. როცა ბავშვა იცის, რა არის სიკეთე, პატივისცემა, წესრიგი, მაშინ მან იცის, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში. საქართველოში არსებული უმუშევრობის პრობლემა იმას უკავშირდება, რომ მშობლები შვილებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ეს რიგ პრობლემებს იწვევს, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება", — მიიჩნევს გუჩუა.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა ბევრს ერთადერთ გამოსავალს უტოვებს — საზღვარგარეთ წავლას. მაგრამ კვალიფიკაციის დაბალი დონის გამო მათ პრესტიჟული პროფესიები არ ექნებათ — არიან, მაგალითად, დამლაგებლები ან ძიძები, მომვლელები. თუმცა, კიკნაძე უფრო ღრმად არსებულ პრობლემას ხედავს.

„არ შეიძლება ბავშვებს სკოლაში ელაპარაკო მხოლოდ დასავლურ ფასეულობებზე და იმაზე, თუ რა კარგია ევროპასა თუ ამერიკაში. რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრების შემდეგ მათი პირველი სურვილი აქედან წასვლა და ამ გაღმერთებულ ევროპასა და ამერიკაში მოხვედრაა. არავინ ზრდის მათ მისწრაფებით, რომ იმუშაონ აქ და თვითონ ააშენონ სასურველი და მიმზიდველი ქვეყანა… სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი აბსოლუტურად ნიველირებულია", — მიიჩნევს ის.

© Sputnik / Levan Avlabreliპოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე
Доктор политических наук, профессор Тамар Кикнадзе - Sputnik საქართველო
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე

როგორც კიკნაძე აღნიშნავს, ბავშვი რომ განათლებამ მიიზიდოს, მასში გარკვეული ფასეულობები უნდა აღიზარდოს: შრომის სიყვარული, ანტიპათია კრიმინალისადმი, წესიერება, ყაირათიანობა. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ გეოგრაფიის ცოდნა საჭირო არ არის, რადგან შეიძლება „დაგუგლო" და ქვეყნისა და მისი მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია მოიძიო, სწავლისადმი ინტერესი ნამდვილად არ იზრდება.

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნინო კუნცევა-გაბაშვილი, სხვებისგან განსხვავებით, პრობლემას სხვა კუთხიდან უყურებს. კერძოდ: თაობა, რომელმაც განათლება 20-25 წლის წინ მიიღო, უკვე აღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. მისი აზრით, ამჟამად ტექნოლოგიების განახლების პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და განათლების არსებული სისტემა ამაზე გათვლილი არ არის.

„სტატისტიკური მონაცემებით, უახლოეს ათ წელიწადში ზოგიერთი პროფესია გაქრება, მაგალითად, ფინანსური ანალიტიკოსი, საბანკო ოპერატორი, ტურისტული აგენტი, სასტუმროების მენეჯერები და სხვა პროფესიები, რომლებსაც უმაღლესი სასწავლებლები აქტიურად ამზადებენ. ისინი მომაკვდავი პროფესიების სიაშია, შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ განათლებას იღებენ, უახლოეს მომავალში უკვე უმუშევრობისთვის იქნებიან განწირული", — აღნიშნავს კუნცევა-გაბაშვილი.

© Sputnik / Levan Avlabreliპროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ნინო კუნცევა-გაბაშვილი
Профессор, доктор наук Нино Кунцева-Габашвили - Sputnik საქართველო
პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ნინო კუნცევა-გაბაშვილი

გარდა ამისა, პროფესორი აღნიშნავს, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველოში, საბანკო სექტორის გარდა, ვერც ერთი ინდუსტრია ვერ განვითარდა. ამასთან დაკავშირებით, უნდა განისაზღვროს, რა არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პოტენციური სექტორი და ზრუნვა სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორის თანამშრომლობაზე. შემდეგ უკვე დარჩება იმ კადრების მომზადების საკითხი, რომლებიც მომავალში გამოსადეგი იქნებიან.

შეხვედრაზე, ძირითადი თეზისების გარდა, განიხილეს სხვა საკითხებიც. მაგალითად, როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, როდესაც სწავლაზე დიდ ფულსა და დროს ხარჯავენ იმ დროს, როდესაც საჭირო სამუშაო ადგილების მიღება დიპლომის გარეშეც შეიძლება. ექსპერტების აზრით, საჭიროა განათლების რეფორმა, რომლის შემუშავებაშიც ჩაერთვებიან როგორც განათლების სამინისტრო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები.

© Sputnik / Levan Avlabreliბრიფინგი განათლების პრობლემების შესახებ
Брифинг о проблемах образования пресс-центр - Sputnik საქართველო
ბრიფინგი განათლების პრობლემების შესახებ

დისკუსიის მონაწილეებმა ასევე დაასახელეს განათლების სფეროს პრობლემები: პედაგოგების დაბალი ხელფასები, 30-40 წლის წინანდელი აღჭურვილობა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებში და იმ ადამიანების არარსებობა, რომელთაც გასაგებად შეუძლიათ საუბარი ახალი ტექნოლოგიებისა და მათი მუშაობის შესახებ. ეს იწვევს იმას, რომ პროექტებისთვის ფული არის, არის თავად პროექტები, მაგრამ არ არიან ტექნიკური კადრები, რომლებიც შეძლებდნენ მუშაობას.

ექსპერტების აზრით, პრობლემების გადაჭრა კომპლექსურად არის საჭირო, რადგან ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასევე აუცილებელია დაისვას არსებული მდგომარეობის სწორი „დიაგნოზი" და მისი გამოსწორებისთვის შემუშავდეს სისტემური დამოკიდებულება, რადგან ცალკეული ნაბიჯებით რაიმეს მიღწევა რთული იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0