ბრიფინგი: „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ–მინისტრს მიმართავს

© Sputnik / Alexander ImedashviliSputnik–ის მიკროფონი
Sputnik–ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარის ნიკოლოზ პატარქალიშვილის ბრიფინგი თემაზე „საქართველოსა და არგენტინას შორის სავაჭრო–ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული და სპორტული კავშირების დამყარება“ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში სამშბათს, 27 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.

კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოში არგენტინის სახლი“ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროექტების განხორციელებაში დახმარებისთვის მიმართა. ადრე ნიკოლოზ პატარქალიშვილი მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ორგანიზატორების აზრით, ასეთი მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს ბრაზილიასთან, არგენტინასთან, პარაგვაისთან და ურუგვაისთან კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროებში კავშირების დამყარებასა და სავაჭრო–ეკონომიკურ თანამშრომლობას.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

– „საქართველოში არგენტინის სახლის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი

– პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0