არის თუ არა საფრთხეში ნარიყალა ანუ რა ხდება ციხესიმაგრეში

© Sputnik / STRINGERსამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში
სამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში აქტიურად განიხილება საკითხი - რატომ დგას ტექნიკა ნარიყალას ძირში

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბოლო დროს Facebook-ის ქართულ სეგმენტში აქტიურად ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნარიყალას ძირში მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა — სინამდვილეში რა ხდება ნარიყალაზე. სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოთქვა ვერსია, რომ ისტორიული ციხესიმაგრის ქვეშ ახალი შენობის აშენება იგეგმება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მებაღე პარტიზანების“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ატვირთა ფოტო წარწერით: „ნარიყალაზე — ან რატომ გაიყიდა ეს ადგილი?! ან რატომ იგეგმება აქ მშენებლობის ნებართვის გაცემაზე დაშვება, ფიქრი?!“

პოსტის კომენტარებში ზოგიერთი მომხმარებელი მოითხოვდა იმ პირების გამოვლენასა და დასჯას, ვინც მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამასთან, თბილისის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ციხესიმაგრის ძირში ტერიტორია იწმინდებოდა არქეოლოგიური სამუშაოებისთვის მომზადების ფარგლებში, თუმცა ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

2017 წლის დეკემბერში ნარიყალას რესტავრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამისათვის 715 000 ლარი იყო გამოყოფილი.

თბილისის განვითარების ფონდში განმარტეს, რომ რესტავრაციის მეორე ეტაპი ჯერჯერობით არ დაწყებულა.

სამუშაოების პირველი ეტაპის ფარგლებში დასრულდა სატრაპეზოს პირველ სართულზე კერამიკული ფილებით იატაკის მოწყობის სამუშაოები, ქვაფენილით მოპირკეთდა გალავნის შესასვლელიდან ტაძრის ეზომდე ასასვლელი გზა.

ნარიყალას რესტავრაცია მიმდინარეობს პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში.

© Sputnik / STRINGERსამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში
Строительные работы у подножия крепости Нарикала - Sputnik საქართველო
სამშენებლო სამუშაოები ნარიყალას ძირში

ნარიყალას ციხესიმაგრე თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ჩვენამდე მოღწეული ძირითადი ნაგებობები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. 1827 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ის მნიშვნელოვნად დააზიანა.

90-იან წლებში ნარიყალას რესტავრაციის მცდელობები იყო, აღორძინდა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც უკვე მე-12 საუკუნეში ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ დღეისათვის ის ავარიულ მდგომარეობაშია.


ყველა ახალი ამბავი
0