"დაიცავით მუშების სიცოცხლე", "აქციეთ შრომა უსაფრთხოდ", "მე ვარ მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა" — ასეთი ლოზუნგებით გაიმართა თბილისში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების აქცია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, რას მოითხოვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
საქართველოს პროფკავშირები მოითხოვენ მუშებისთვის მშენებლობებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შესაბამისი ნორმების დამცველი სახელმწიფო კომისიის ამოქმედებას.
© Sputnik / Denis Aslanovაქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ შრომის უსაფრთხოების შესახებ მიიღონ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაწერილი კანონი და არა მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი
1/12
© Sputnik / Denis Aslanov
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვდნენ შრომის უსაფრთხოების შესახებ მიიღონ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ დაწერილი კანონი და არა მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი
© Sputnik / Denis Aslanovშრომის უსაფრთოების შესახებ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას
2/12
© Sputnik / Denis Aslanov
შრომის უსაფრთოების შესახებ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასა და კონტროლის სპეციალური მექანიზმის დანერგვას
© Sputnik / Denis Aslanovთუმცა პროფკავშირები არ ეთანხმებიან მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონს. მათ არ მოსწონთ, რომ კონტროლის გამკაცრება შეეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, სადაც რისკის დონე მაღალია და შრომის პირობები განსაკუთრებით რთული
3/12
© Sputnik / Denis Aslanov
თუმცა პროფკავშირები არ ეთანხმებიან მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონს. მათ არ მოსწონთ, რომ კონტროლის გამკაცრება შეეხება მხოლოდ იმ მშენებლობებს, სადაც რისკის დონე მაღალია და შრომის პირობები განსაკუთრებით რთული
© Sputnik / Denis Aslanovროგორც პროფკავშირების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, ეს გაუმართლებელი შეზღუდვა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაციაა
4/12
© Sputnik / Denis Aslanov
როგორც პროფკავშირების წარმომადგენლები და უფლებადამცველები მიიჩნევენ, ეს გაუმართლებელი შეზღუდვა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაციაა
© Sputnik / Denis Aslanovასევე კრიტიკა გამოიწვია იმანაც, რომ კანონი ძირითადად ითვალისწინებს მშენებლობების გეგმიურ შემოწმებებს
5/12
© Sputnik / Denis Aslanov
ასევე კრიტიკა გამოიწვია იმანაც, რომ კანონი ძირითადად ითვალისწინებს მშენებლობების გეგმიურ შემოწმებებს
© Sputnik / Denis Aslanovარაგეგმიური კონტროლის უფლების მისაღებად საჭირო იქნება სასამართლოსათვის მიმართვა, რასაც დრო ჭირდება - ამასთან დაკავშირებით პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ინსპექტორებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ პრობლემებზე
6/12
© Sputnik / Denis Aslanov
არაგეგმიური კონტროლის უფლების მისაღებად საჭირო იქნება სასამართლოსათვის მიმართვა, რასაც დრო ჭირდება - ამასთან დაკავშირებით პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ ინსპექტორებს არ ეძლევათ შესაძლებლობა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ პრობლემებზე
© Sputnik / Denis Aslanovროგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროფკავშირების აქცია გამაფრთხილებელი ხასიატისაა და თუ საქართველოს მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება
7/12
© Sputnik / Denis Aslanov
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროფკავშირების აქცია გამაფრთხილებელი ხასიატისაა და თუ საქართველოს მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება
© Sputnik / Denis Aslanov"ეს აქცია გამაფრთხილებელია, თუმცა, თუ მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და არ შეცვლის კანონმდებლობას, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", - განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა
8/12
© Sputnik / Denis Aslanov
"ეს აქცია გამაფრთხილებელია, თუმცა, თუ მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს და არ შეცვლის კანონმდებლობას, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს", - განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა
© Sputnik / Denis Aslanovაქციაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიებისა და მშენებლობების თანამშრომლებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან
9/12
© Sputnik / Denis Aslanov
აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიებისა და მშენებლობების თანამშრომლებმა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან
© Sputnik / Denis Aslanovაქციაში დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობდა - დასაწყისში მისმა მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი მიტინგი გამართეს პარლამენტის შენობასთან
10/12
© Sputnik / Denis Aslanov
აქციაში დაახლოებით ათასი ადამიანი მონაწილეობდა - დასაწყისში მისმა მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი მიტინგი გამართეს პარლამენტის შენობასთან
© Sputnik / Denis Aslanov2007-2016 წლებში სამშენებლო ტრავმებისგან საქართველოში 416 ადამიანი დაიღუპა
11/12
© Sputnik / Denis Aslanov
2007-2016 წლებში სამშენებლო ტრავმებისგან საქართველოში 416 ადამიანი დაიღუპა
© Sputnik / Denis Aslanovამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს
12/12
© Sputnik / Denis Aslanov
ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში განიხილება ახალი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს