შეუმდგარ ყაჩაღს საქართველოში 7 წლით პატიმრობა შეეფარდა

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაზე თავდასხმისას მსჯავრდებული ავტომატით იყო შეიარაღებული, რომელიც მას მაღაზიის მფლობელმა წაართვა

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედება ყაჩაღურ თავდასხმაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

საუბარია დანაშაულზე, რომელიც ბრალდებულმა 2017 წლის ივნისში ჩაიდინა. გამოძიების მონაცემებით, ქალაქ სენაკში ავტომატით და ხელყუმბარით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მაღაზიის მფლობელს ფული მოსთხოვა.

თუმცა, მაღაზიის მფლობელი მას არ შეუშინდა, მან ყაჩაღს წინააღმდეგობა გაუწია და განაიარაღა ის. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი გაიქცა, მაგრამ მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეწია. 

ბრალდებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება)  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ყველა ახალი ამბავი
0