25 თებერვალი - საქართველოს გასაბჭოების დღე

© Photo: Courtesy of National Archives of Georgiaქალაქის სათათბირო XIX საუკუნეში. ამჟამინდელი თბილისის საკრებულოს შენობა
ქალაქის სათათბირო XIX საუკუნეში. ამჟამინდელი თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სსრ 97 წლის წინ შეიქმნა - საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში 1921 წლის 25 თებერვალს დამყარდა

ამ დღეს საბჭოთა მე-11 არმიის ნაწილები საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში — ტფილისში შევიდნენ, რომელიც იმ დროისათვის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმაც აღიარა.

საქართველოს გასაბჭოება

საქართველოს დედაქალაქში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებაში „მენშევიკები“ მოვიდნენ და 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ რთული შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარების ფონზე ორნახევარი წელი იარსება.

ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება მოსკოვში 1920 წლის 7 მაისს გაფორმდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, რსფსრ აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და მის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პირობას დებდა.

© Национальный архив Грузииკავკასიაში რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვლის სასახლე, უკან - ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი (დაანგრიეს 1930-იან წლებში ლავრენტი ბერიას ბრძანებით)
Дворец наместника российского императора на Кавказе (слева) и за ним - Александро-Невский Военный собор (разрушен в 30-е годы XX века по приказу Лаврентия Берия) - Sputnik საქართველო
კავკასიაში რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვლის სასახლე, უკან - ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი (დაანგრიეს 1930-იან წლებში ლავრენტი ბერიას ბრძანებით)
 

თავის მხრივ, საქართველომ ბოლშევიკური ორგანიზაციების ლეგალიზება მოახდინა. კომუნისტური პარტია (ბოლშევიკების) საქართველოში სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შეიქმნა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ — 1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა საქართველოს სამხრეთი საზღვარი — წითელი ხიდი გადმოკვეთეს და სოფელი შულავერი დაიკავეს.

25 თებერვალს მე-11 წითელი არმიის ნაწილები ტფილისში შევიდნენ და საქართველოში ხელისუფლება ბოლშევიკების ხელში გადავიდა.

წინა დღეს კი საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრები გაემგზავრნენ ჯერ ქუთაისში, შემდეგ ბათუმში. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ ბათუმში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლებთან სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად უფლებამოსილი დელეგაცია დატოვა და თავად კი 1921 წლის 17 მარტს ემიგრაციაში გაემგზავრა.

ქუთაისში 17-18 მარტს გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებმა სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ბოლშევიკურმა მთავრობამ 1921 წლის 24 მარტს გააუქმა დამფუძნებელი კრება და მთელი ძალაუფლება საკუთარ ხელში აიღო. ასე დამყარდა საქართველოში საბჭოა ხელისუფლება.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიწითელარმიელების შესვლა ტფილისში. 1921 წელი
Бойцы Красной Армии вступают в Тифлис. 1921 год. - Sputnik საქართველო
წითელარმიელების შესვლა ტფილისში. 1921 წელი

საქართველოს გასაბჭოების მომზადებასა და განხორციელებაში წამყვანი როლი შეასრულეს ქართველმა ბოლშევიკებმა — სტალინმა, ორჯონიკიძემ, მახარაძემ.

1922 წელს საქართველო სხვა ამიერკავკასიის რესპუბლიკებთან ერთად ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში სსრკ-ში შევიდა, ხოლო 1936 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ სსრკ-ის შემადგენლობაში საკავშირო რესპუბლიკის სტატუსით შევიდა.

საქართველოს რესპუბლიკა

თითქმის 70 წლის შემდეგ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას სახელწოდება შეეცვალა — ის გახდა საქართველოს რესპუბლიკა. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს უმაღლესმა საბჭომ 1990 წლის 14 ნოემბერს პირველ სესიაზე მიიღო. ცვლილებები საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც შევიდა.

საქართველოში 1970-იან წლებში ეროვნული მოძრაობა შეიქმნა, რომელსაც დისიდენტები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდნენ, თუმცა გარდამტეხი საქართველოსთვის 1989 წელი გახდა.

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (1939-1993). ფოტო ნინო მელიას კოლექციიდან.
Первый президент Грузии Звиад Константинович Гамсахурдиа - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (1939-1993). ფოტო ნინო მელიას კოლექციიდან.

ეროვნულმა მოძრაობამ აპოგეას მაშინ მიაღწია, როდესაც 9 აპრილს თბილისის ცენტრში მთავრობის სახლის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია სსრკ-ის თავდაცვის სამინისტროს ჯარმა ცრემლსადენი გაზის, სასანგრე ბარებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაარბია.

მიტინგის დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესობა ქალები. საქართველოში 9 აპრილი ეროვნული ერთობის, სამოქალაქო ერთიანობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღედ იქცა.

პირველად სსრკ-ში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა. არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“, რომელსაც სათავეში ზვიად გამსახურდია ედგა. 

1995 წელს ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ქართულ სახელმწიფოს „საქართველო“ ეწოდება.

მასალა მომზადდა ღია წყაროების მიხედვით.


ყველა ახალი ამბავი
0