ქუთაისში უცნობმა პირებმა ტორტის სახლი გაქურდეს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეებმა მინა ჩაამსხვრიეს და ობიექტი დაცვის სამსახურის მისვლამდე გაქურდეს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik.  ქუთაისში, თამარ მეფის გამზირზე ტორტის სახლი „რაფაელო" გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 1 000 ლარამდე თანხა და კორპორატიული ტელეფონი.

როგორც მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, დამნაშავეებმა მინა ჩაამსხვრიეს და ობიექტი დაცვის სამსახურის მისვლამდე გაქურდეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.


ყველა ახალი ამბავი
0