ქიაჩელის ქუჩაზე მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანი
ახალი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ადილობრივები განმარტავენ, აღნიშნულ კორპუსში მიწის ზემოთ ექვსი, მიწის ქვეშ კი ოთხი სართულისგან შედგება, რასაც არამყარი ქანები ვერ გაუძლებს და პრობლემას შეუქმნნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახლებს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. თბილისში ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2)

ადგილობრივeბის ინფორმაცით, აღნიშნული კორპუსი მიწის ზემოთ ექვსი, მიწის ქვეშ კი ოთხი სართულისგან შედგება, რასაც არამყარი ქანები ვერ გაუძლებს და პრობლემას შეუქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახლებს.

მათივე განცხადებით, პრობლემას წარმოადგენს სამანქანე ადგილიც. ვიწრო და ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა, კორპუსის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, მანქანების ნაკადს ვეღარ დაიტევს.

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

ქიაჩელის ქუჩის მცხოვრებლებმა, პროექტის და მშენებლობის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართეს.

„ეს არის ისტორიული ქუჩა. აქ ასეთი მშენებლობის დაწყება და ასეთი საზიზღრობის გაკეთება არ შეიძლება,“ — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ.

კომპანია „ქიაჩელი რეზიდენსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მშენებლობისთვის საჭირო ყველანაირი დოკუმენტი გააჩნიათ. 

„გეოლოგიური დასკვნაც არსებობს, ექსპერტიზებიც არსებობს, კონსტრუქციული დასკვნებიც არსებობს, თუ რამე დოკუმენტია, ყველაფერი არსებობს“, — განაცხადა ზაზა მაისურაძემ, კომპანია „ქიაჩელი რეზიდენსის“ წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კორპუსის მშენებლობა მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.
ყველა ახალი ამბავი
0