ყაჩაღური თავდასხმა მაღაზიაზე თბილისში - ეჭვმიტანილი დაკავებულია

© photo: Sputnikპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოროტმოქმედი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში დააკავეს

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ფოთში „ლუკოილის" ავტოგასამართ სადგურზე თავდასხმის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შსს-ს ვერსიით, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, თავს დაესხმა მოლარე-ოპერატორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე „ყაჩაღობის“ მუხლით არის აღძრული, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ უწყება ინტენსიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.


ყველა ახალი ამბავი
0