ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებს სასწავლებლად იწვევს

© FB / Peoples' Friendship University of Russiaხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი მოსკოვში
ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტში 155 ეროვნების წარმომადგენელი სწავლობს

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო მე-8 გამოფენა International Education Fair Georgia 2018, რომელშიც 14 ქვეყნის 70 წარმომადგენელი მონაწილეობს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

გამოფენაში მონაწილეობენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა რუსეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა და სხვ.

გამოფენის ფარგლებში აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, შეხვდნენ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ, ერთ სივრცეში გაეცნონ, შეაფასონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები.

ვილნიუსი - Sputnik საქართველო
ლიტვა საქართველოს მოქალაქეებს უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს

„ჩვენს უნივერსიტეტში 155 ეროვნრბის წარმომადგენელი სწავლობს. ამიტომ ჩვენი სასწავლო დაწესებულების მთავარ იდეასა და ფასეულობას უცხოელი სტუდენტების მოზიდვა წარმოადგენს. განათლებას კარგი ადამიანების დაკავშირება შეუძლია“, — უამბო „Sputnik-საქართველოს“ ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ტიმურ შლაპოვმა.

შლაპოვის თქმით, ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტის სტენდი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაზე პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ უნივერსიტეტში სწავლების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ როგორც რუსულენოვანი აბიტურიენტები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ისე უცხოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და სწავლობენ, მაგალითად, ბაკალავრიატზე. მათ ჩვენს უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამებმა დააინტერესა“, — განმარტა შლაპოვმა.

მისი თქმით, ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი საქართველოს მოქალაქეებს საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს სთავაზობს — ბაკალავრიატიდან დოქტორანტურამდე, როგორც რუსულ, ისე უცხოურ ენებზე.

ნიკოლაი სვენტიცკი ბრიფინგზე - Sputnik საქართველო
უფასო სწავლა რუსეთში ქართველი აბიტურიენტებისათვის - შანსები და რჩევები

ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი როგორც ფასიან სწავლებას, ისე სწავლებას კვოტების მიხედვით სთავაზობს. შლაპოვის თქმით, უნივერსიტეტის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში ყველა კითხვებს უპასუხებენ.

International Education Fair Georgia წარმოადგენს ქვეყნის ძირითად საგანმანათლებლო გამოფენას, სადაც ასობით მოტივირებული სტუდენტი მსოფლიოს პრესტიჟული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ხვდება. ღონისძიება 24 თებერვალს დასრულდება.

ხალხთა მეგობრობის რუსეთის უნივერსიტეტი — მრავალპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსკოვში მდებარეობს და სწავლებას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს — სასტუმრო ბიზნესი და ტურიზმი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ინჟინერია, მედიცინა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკოლოგია, ეკონომიკა, ფილოლოგია და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0