რატომ კეტავენ რიკოთის გვირაბს

© photo: Sputnik / Stringerრიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვირაბში მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალება 26 თებერვლის ღამეს – 24:00 საათიდან 07:00 საათამდე.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელი რიკოთის გვირაბი, გვირაბის მართვის ავტომატიზებული სისტემის (SCADA) განახლებასთან დაკავშირებით, 26 თებერვლის ღამეს დაიკეტება, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართული იქნება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე… გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა", — აღნიშნულია განცხადებაში.

რიკოთის გვირაბი თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარეობს.

გვირაბში მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალება 24:00 საათიდან 07:00 საათამდე. მძღოლები შემოვლითი გზით იმოძრავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0