ბრინჯაო დიუსელდორფის გრან-პრიზე ძიუდოში: ქართველებმა სტარტი აიღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliლუხუმ ჩხვიმიანის და ამირან პაპინაშვილის ორთაბრძოლა
ლუხუმ ჩხვიმიანის და ამირან პაპინაშვილის ორთაბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შაბათს დიუსელდორფში ტატამზე საქართველოს ორი წარმომადგენელი ისაპარეზებს

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა 23 თებერვალს დაწყებულ დიუსელდორფის გრან-პრიზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა დაუთმო მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერს, იაპონელ რიუძიუ ნაგაიამას, რომელიც საბოლოო  ჯამში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ძიუდო, პარიზის გრან-პრი - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზში ოთხი მედალი მოიპოვეს

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩხვიმიანის მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ეშლი მაკენზი გახდა, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტთა სიაში მე-15 პოზიციას იკავებს. დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა ქართველმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში დღემდე 22-ე პოზიციას იკავებდა.

შეჯიბრებების მოერე დღეს საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ორი ძიუდოისტი წარმოადგენს: თამაზ კირაკოზაშვილი და კობა მჭედლიშვილი, რომლებიც 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.

დიუსელდორფის გრან-პრი 25 თებერვალს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0