თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას მოსალოდნელი შეფერხების თაობაზე აფრთხილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაბაგირო გზა თბილისში
საბაგირო გზა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „თელასის“ მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო 23 თებერვალს რიყე-ნარიყალას საბაგირო 11:00-დან 18:00 საათამდე გაითიშება, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე დანაპირებს ასრულებს – თბილისში სატრანსპორტო რეფორმა იწყება

„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისა და შეფერხებისთვის.

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

ყველა ახალი ამბავი
0