ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური თამაშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიონგჩანგის ოლომპიადაზე შესაბამის დისციპლინებში მხოლოდ ორმა ქართველმა სპორტსმენმა შეძლო მესამე ათეულში ადგილების დაკავება

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik.  ქართველმა მოთხილამურემ იასონ აბრამიშვილმა ფიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცებს შორის გიგანტურ სლალომში  28–ე ადგილი დაიკავა.

პირველ ცდაზე აბრამიშვილმა 52:69  წამი აჩვენა, მეორე მცდელობაზე კი ტრასა ზუსტად 55 წამში დაძლია. შემაჯამებელ ოქმში იგი გამარჯვებულს 8.7 წამით ჩამორჩა.

პროგრამის ამ სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონი შვედი ანდრე მირერი (1:38.99 – ორი მცდელობის შედეგით) გახდა. ვერცხლის მედალი შვეიცარელმა რამონ ზენჰაუზერნმა (1:39.33) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო – ავსტრიელმა მიხაილ მატმა (1:39.66).

სამწუხაროდ, აბრამიშვილმა  ვერ შეძლო სლალომში  იმ  შედეგის გაუმჯობესება, რომელიც ოთხი წლის წინ სოჭის ოლიმპიადაზე დააფიქსირა. მაშინ ქართველმა სპორტსმენმა ამ დისციპლინაში 22–ე ადგილი დაიკავა. 

ოლიმპიადა-2018. სამთო სათხილამურო სპორტი - Sputnik საქართველო
ქართველი მოთხილამურე ოლიმპიადაზე ფინიშამდე ვერ მივიდა

აბრამიშვილი ბოლო იყო იმ ოთხი ქართველი სპორტსმენიდან, რომლებმა  ფიონგჩანგის ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა. მანადე საკუთარი გამოსვლები დაასრულეს მოციგავე გიორგი სოგოიანმა (32–ე ადგილი), მოთხილამურე ნინო წიკლაურმა (39–ე ადგილი სლალომში და 46–ე – გიგანტურ სლალომში) და მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა (24–ე ადგილი).

ფიონგჩანგის ოლიმპიადაზე შეჯიბრებების 13 დღის შემდეგ მედლების საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა ნორვეგია, რომლის სპორტსმენებმა 34 მედალი აიღეს: 13 ოქრო, 11 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. მეორე ადგილზე გერმანიაა (12–7–5), მესამეზე — კანადა (9–6–7).

ფიონგჩანგის XXIII ოლიმპიური თამაშები 25 თებერვალს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0