„პობედა“ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან ქუთაისში ფრენებს გეგმავს

გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, რუსულმა „პობედამ“ ქუთაისში ფრენების განხორციელებაზე თანხმობა მიიღო

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik.  რუსული საბიუჯეტო ავიაკომპანია „პობედა“ იმედს გამოთქვამს, რომ ახლო მომავალში სანქტ–პეტერბურგიდან და მოსკოვიდან ქუთაისში პირდაპირ რეისებს განახორციელებს, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ ავიაგადაზიდვის განვითარების მენეჯერმა ანტონ ვეტრიშაკმა.

ამ დროისთვის „პობედა“ პირდაპირ აივრეისებს  სანქტ–პეტერბურგი – თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ახორციელებს.  

ავიაფორუმი ბილტმორში - Sputnik საქართველო
რუსეთი მაქსიმალურად დაინტერესებულია ქართული ავიაბაზრით: ავიაკომპანიების გეგმები

 „შეიძლება სულ მალე ქუთაისში ვიფრინოთ, ამის იმედი ძალიან გვაქვს. ახლა ბევრს ვაკეთებთ, რომ აღნიშნული მიმართულებით ფრენის უფლება მივიღოთ“, – განაცხადა ვეტრიშაკმა.

ის, რომ  მხარეებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ხუთშაბათს ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გავრცელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ავიაკომპანია „პობედას“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა თბილისში გამართული  საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2018–ის ფარგლებში გაიმართა.

 „პობედა“ – რუსული საბიუჯეტო ავიაკომპანიაა, რომელიც 2014 წელს დაარსდა. იგი ავიაკომპანია „აეროფლოტის“  შვილობილი კომპანიაა, რომელიც ბაზირებს მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტში.


ყველა ახალი ამბავი
0