ММА-ს ქართველი მებრძოლი რუს სპორტსმენზე გამარჯვებაში დარწმუნებულია

© photo: Sputnik / Timur Selivanovრაულ თუთარაული
რაულ თუთარაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მებრძოლი ჩემპიონის ქამრის საქართველოში, მეგობრებთან ჩამოტანას აპირებს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი რაულ თუთარაული დარწმუნებულია, რომ რინგზე ვადამდე გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან Sputnik-ს შეჯიბრების წინა დღეს განუცხადა.

M-1 Challenge-ის ტურნირის მოქმედ ჩემპიონზე, რუს დამირ ისმაგულოვზე რევანში 22 თებერვალს მოსკოვში გაიმართება.

© photo: Sputnik / Timur Selivanovრაულ თუთარაული და დამირ ისმაგულოვი
Перед боем между Раулем Тутараули и Дамиром Исмагуловым - Sputnik საქართველო
რაულ თუთარაული და დამირ ისმაგულოვი

თბილისელმა სპორტსმენმა ისმაგულოვთან 2016 წლის მაისში წააგო. თუთარაულის თქმით, მაშინ რაღაცამ მოწამლა, ამიტომ „მესამე რაუნდში ძალები ამომეწურა. ორთაბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში მოვხვდი და მთელი თვე ვმკურნალობდი. ამ ბრძოლისთვის დიდხანს და გულმოდგინედ ვემზადებოდი. ეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რევანში".

მისმა რუსმა მეტოქემ სიხარულით განაცხადა, რომ მის საგულშემატკივროდ მშობლიური ორენბურგიდან ჩამოვლენ. თუთარაულისა და ისმაგულოვის ბრძოლა საღამოს მთავარი მოვლენაა, ამიტომ მათ მაყურბელის იმედგაცრუების უფლება არა აქვთ, მიიჩნევს დამირი.

რაულს ჩემპიონობისთვის მატჩის დასრულებამდე დალოდება არ უნდა: „ვფიქრობ, ამ ბრძოლას მანამდე მოვიგებ. გავიმარჯვებ, წავიღებ ქამარს საქართველოში, ჩემ მეგობრებთან".

© photo: Sputnik / Timur Selivanovრაულ თუთარაული
Грузинский боец смешанных единоборств Раул Тутараули - Sputnik საქართველო
რაულ თუთარაული

თუთარაულისა და ისმაგულოვის დაპირისპირება სპორტკომპლექს Олимпийский-ში 22 თებერვალს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0