ცვლილებები პროკურატურაში – თბილისს ახალი პროკურორი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო თანამდებობა ექვსმა პროკურორმა დატოვა.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მალხაზ კაპანაძე დანიშნა.

ამას გარდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა, დასავლეთ საქართველოს პროკურორად კი — შოთა ტყეშელაშვილი.

ასევე, კახეთის პროკურორის თანამდებობა ლევან პაქსაშვილმა დაიკავა, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა, სამცხე–ჯავახეთის პროკურორი კი შოთა რიჟამაძე გახდა.

უწყების ინფორმაციით, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0