აჭარაში მშენებლობის კოეფიციენტის გაზრდაზე მონოპოლია ბათუმის მერიას ექნება

© FB / Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის მთავრობამ გადაწყვიტა ბათუმის მერიას დიდი პასუხისმგებლობა დააკისროს იმ მიზნით, რომ ქალაქში მშენებლობის პროცესი უფრო ღია და გამჭვირვალე გახდეს.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბათუმის მერია ინვესტორების თხოვნით დაშვებულ ზღვარზე მაღალი შენობის მშენებლობის საკითხის გადაჭრას დამოუკიდებლად შეძლებს, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ.

ამ ეტაპზე კი დაშვებული ნორმის 60%-ზე მაღალი შენობის მშენებლობისთვის ნებართვის მისაღებად ინვესტორი აჭარის მთავრობას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, საიდანაც შესაბამისი შუამდგომლობა შედის ბათუმის მერიაში. 

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები თბილისში 10-ჯერ გაიზრდება

„ჩვენი მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რომ სწორედ მერიას ჰქონდეს უფლება პროცესის გაკონტროლების. რა თქმა უნდა, მერიას გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რათა გადაწყვიტოს, რა ფორმით მოხდება საკითხის რეგულირება. თუმცა, მთავარია შემდეგი: პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს“, – აღნიშნა პატარაძემ.

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის შეფასებით, ეს აჭარის მთავრობის მეთაურის ძალზე მნიშვნელოვანი და სერიოზული გადაწყვეტილებაა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. მე გარკვეული დრო ვითხოვე, რათა გავერკვეთ, როგორი სისტემით და როგორი ინსტრუმენტებით შევძლებთ ჩვენ მერიის შიგნით პროცესის განხორციელების უზრუნველყოფას“, – განაცხადა კომახიძემ.

ტელეკომპანია „აჭარის“ ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ბათუმში დაშვებულ ზღვარზე მაღალი 229 შენობა აიგო. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თანამდებობაზე არასრული ოთხწლიანი ვადის განმავლობაში ბათუმის მერიის წინაშე 167 შუამდგომლობა დააყენა. რაც შეეხება მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს, აღნიშნულ თანამდებობაზე არასრული ორწლიანი მუშაობის პერიოდში პატარაძემ 62 ინვესტორს გაუწია რეკომენდაცია.

ყველა ახალი ამბავი
0