წითელას ვირუსი ხობში - რა ხდება საქართველოს მასშტაბით

CC BY 2.0 / UN Ukraine / UNICEFვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წითელას ვირუსის ეპიდემიური აფეთქება ორი კვირის წინ დაიწყო საქართველოში და მედიკოსები მოსახლეობას ბავშვებისათვის აცრების დროულად გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ხობში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში წითელათი დაავადების ფაქტი დაფიქსირდა, იტყობინება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი ხობიდან. 

ბოლო ორი კვირაა ქართველი მედიკოსები წითელას ეპიდ-აფეთქებაზე ალაპარაკდნენ. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იტყობინება, წლის დასაწყისიდან 21 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში წითელას 318 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე მეტი — 219 შემთხვევა აჭარაზე მოდის.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში წითელას ვირუსის ლოკალური აფეთქებაა

ხობის სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ელისო კვიკვინიამ სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადა, რომ წითელას ინფექცია ხობის N1 საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის ორ აღსაზრდელს დაუდგინდა.  მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღში დღის ბოლოს,  დეზინფექცია ჩატარდა. 

ამ დროისათვის საქართველოს მაშტაბით წითელათი დაავადებულთა რაოდენობით აჭარის შემდეგ თბილისი მოდის, სადაც 34 შემთხვევაა დაფიქსირებული, შემდეგ კი სამეგრელო — 28 შემთხვევით. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მხოლოდ დღეს წითელათი დაავადების 16 შეტყობინება შევიდა. 

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია,ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღემდე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0