ქართველი და რუსი გოგონები ММА-ზე წესების გარეშე ნამდვილ ბრძოლებს აჩვენებენ

© Photo: courtesy of OFSლიანა ჯოჯუა ორთაბრძოლის წინ
ლიანა ჯოჯუა ორთაბრძოლის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში ქალთა შორის პირველ სატიტულო ორთაბრძოლაში ერთმანეთს ქართველი და რუსი გოგონები შეხვდებიან.

თბილსის, 21 თებერვალი — Sputnik. მოსკოვში 22 თებერვალს ქართველი ლიანა ჯოჯუა და რუსი მარინა მოხნატკინა Fight Nights Global 83-ის ფარგლებში ММА-ს საჩემპიონო ქამარს გაითამაშებენ მსუბუქ წონაში (61,2 კგ-მდე).

იკითხეთ ასევე: ლიანა ჯოჯუამ შერეულ ორთაბრძოლაში რუსი სპორტსმენი დაამარცხა — ვიდეოკადრები >>>

22 წლის ჯოჯუა მეტსახელად „მგელი“ მეტოქეზე შვიდი წლით უმცროსია, თუმცა ММА-ში მან უკვე შვიდი ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც ხუთი მოიგო. ჯოჯუამ ტაილანდური კრივით დაიწყო, შემდეგ კი შერეულ ორთაბრძოლაზე გადაერთო. Fight Nights Club-ის ეგიდით პირველი ბრძოლა ჯოჯუამ გასული წლის ივლისში კარინა ვასილენკოს წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ორივე ხელის „მძიმე დარტყმა“, ფიზიკური ძალა და გამძლეობა, რამაც ბოლო, ე.წ. „საჩემპიონო რაუნდებში“ ის ფავორიტად აქცია.

© Photo: courtesy of liana Dzhodzhuaლიანა ჯოჯუა
Лиана Джоджуа - Sputnik საქართველო
ლიანა ჯოჯუა

მოხნატკინა სამბოში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, კონტინენტური პირველობების ორგზის გამარჯვებული და რუსეთის შვიდგზის ჩემპიონი. ММА-ს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული აქვს ოთხი ბრძოლა, რომლებიც პირველივე რაუნდში მოიგო. მოხნატკინას შესანიშნავი სისწრაფე გააჩნია და ბრძოლას პარტერში ატარებს. რუს მებრძოლ გოგონას ხშირად ადარებენ ლეგენდარულ რონდა როუზის, რომელიც ქალთა შორის ММА-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევა.

ММА (ინგლისურად Mixed Martial Arts) – შერეული ორთაბრძოლები, ანუ ბრძოლა წესების გარეშე, სადაც სპორტსმენებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა მიმდინარეობის ილეთები — კრივი, კიკბოქსინგი, კარატე, ჯიუ-ჯიცუ და მუაი-ტაი.

ყველა ახალი ამბავი
0