პერუში სამგზავრო ავტობუსი უფსკრულში ჩავარდა, ათობით ადამიანი დაიღუპა: ვიდეოკადრები

© REUTERS / Diego Ramosსამგზავრო ავტობუსი ჩავარდნილი უფსკრულში
სამგზავრო ავტობუსი  ჩავარდნილი უფსკრულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციაში ვარაუდობენ, რომ დაღუპულების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა პერუში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად — სამგზავრო ავტობუსი 200 მეტრი სიმაღლიდან უფსკრულში ჩავარდა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.

წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი არეკიპის რეგიონში პანამერიკული გზატკეცილიდან გადავარდა.

პერუს ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კიდევ 22 ადამიანი დაჭრილია.

ავტობუსი დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ქვეყნის პრეზიდენტმა პედრო კუჩინსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0