მოსკოვის თეატრი თბილისში ჩეხოვისა და რემარკის ინტერპრეტაციას ჩამოიტანს

© photo: Sputnik / Maksim Blinovთეატრ „სოვრემენნიკის" შენობა
თეატრ „სოვრემენნიკის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელი მაყურებელი თეატრ „სოვრემენნიკის" საუკეთესო სპექტაკლებს იხილავს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკის" (Современник) სპექტაკლები 2018 წლის 16-20 მარტს თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართება.

თეატრის დასი აჩვენებს ორ სპექტაკლს: „ალუბლის ბაღი" ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით და „სამი მეგობარი" ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით.

© FB / TheatreSovremennikსცენა თეატრ „სოვრემენნიკის" სპექტაკლიდან „ალუბლის ბაღი"
Сцена из спектакля Вишневый сад театра Современник - Sputnik საქართველო
სცენა თეატრ „სოვრემენნიკის" სპექტაკლიდან „ალუბლის ბაღი"

„ალუბლის ბაღს" თბილისელები იხილავენ 16 და 17 მარტს, ხოლო „სამ მეგობარს" – 19 და 20 მარტს. სპექტაკლები 19:00 საათზე დაიწყება.

© FB / TheatreSovremennikსცენა თეატრ „სოვრემენნიკის" სპექტაკლიდან „სამი მეგობარი"
Сцена из спектакля Три товарища театра Современник - Sputnik საქართველო
სცენა თეატრ „სოვრემენნიკის" სპექტაკლიდან „სამი მეგობარი"

ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროსა (რუსთაველის 2, „გალერია"; ტელეფონი 293 11 06) და ონლაინ.

თეატრი „სოვრემენნიკი" 1956 წელს სსრკ-ის სახალხო არტისტის ოლეგ ეფრემოვის თაოსნობით დაარსდა. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გალინა ვოლჩეკი.

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშითეატრ „სოვრემენნიკის" სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვოლჩეკი
Художественный руководитель театра «Современник», народная артистка СССР, лауреат Государственной премии СССР Галина Волчек - Sputnik საქართველო
თეატრ „სოვრემენნიკის" სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვოლჩეკი

თეატრისთვის ეს საქართველოში მესამე გასტროლია. ადრე დასი თბილისს 1962 და 1987 წლებში ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0