ლაკო ბუკია პარიზის მოდის კვირეულზე

© photo: Sputnik / Levan AvlabreliTbilisi Fashion Week. Lako Bukia
Tbilisi Fashion Week. Lako Bukia - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში გაზაფხულის კოლექციას წარმოადგენენ დიზაინერები მთელი მსოფლიოდან.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია პარიზის მოდის კვირეულში Paris fashion week Fall 2018 Women's მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პარიზში 27 თებერვალს გაიხსნება და 6 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ბუკია საკუთარ Instagram-ზე წერს.

პარიზში მოდის კვირეულზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერები გაზაფხულის კოლექციას წარმოადგენენ.

ანი დათუკიშვილის მოდელები - Sputnik საქართველო
თბილისში ქართველი დიზაინერების მაღაზიების გზამკვლევი - II

„ყოველთვის გიყვარდეთ" — ასეთი დევიზი აქვს ბუკიას კოლექციას. ახალი კოლექციის შექმნისას შთაგონების წყარო დიზაინერისთვის სამშობლო — საქართველო გახდა. გასული წლის აგვისტოში ლაკო დედა გახდა და ეს მნიშვნელოვანი ცვლილება მის ახალ კოლექციაზეც აისახა. მისი ემოცია და გრძნობები არეული, ადვილად ცვალებადია, ყოველივე ეს კოლექციაში აისახება. კოლექცია წარმოადგენს შემოდგომიდან ზამთრამდე, ზამთრიდან გაზაფხულამდე სეზონების ცვლილებას და წარმოადგენს სპორტული და კლასიკური სტილის ასევე სხვადასხვა ქსოვილის (ორგანზა, მაქმანი) სინთეზს.

ლაკო ბუკია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ის 1987 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დიზაინის მიმართულებით. შემდეგ ლონდონში გადავიდა და წარმატებით დაამთავრა ლონდონის მოდის კოლეჯი.

ლაკომ ტანსაცმლის საკუთარი ხაზი LAKO BUKIA დააარსა, რომელიც ლონდონის მოდის კვირეულზე ოთხი სეზონის განმავლობაში, ასევე პარიზის, ბერლინისა და კიევის საგამოფენო დარბაზებსა და სხვადასხვა პოდიუმებზე უჩვენეს.

2012 წელს ლაკო ბუკიამ თბილისში საკუთარი ბუტიკი გახსნა. გარდა ამისა, The New School for Design-ის მაგისტრის ხარისხის მისაღებად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. პარსონის მოდის სკოლის დასრულების შემდეგ იგი თბილისის მოდის კვირეულზე სამი სეზონია მონაწილეობს. მისი შემოქმედების თაყვანისმცემელია ამერიკელი დიზაინერი დონა კარანი.

ყველა ახალი ამბავი
0