2018 წელს საქართველოს მთავრობის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა განათლების სისტემის განვითარება, რომელმაც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები არამარტო თეორიული ცოდნით უნდა უზრუნველყოს, არამედ ის მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე იქნება მიმართული.
წელს განათლებაზე 1,2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი, საიდანაც ნახევარზე მეტი სასკოლო და სკოლამდელ განათლებაზე დაიხარჯება, ნათქვამია „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის თანახმად, 2018 წელს განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების ახალი ეტაპი დაიწყება, რათა განათლებისა და მეცნიერების სისტემა ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის მყარ საფუძვლად იქცეს. განათლების სამინისტრო სკოლების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს. ამისათვის ბიუჯეტიდან 12,8 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.
საქართველოს მეცნიერებისა და განათლების პრობლემებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებენ ბრიფინგის მონაწილეები:
— რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი;
— პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი ნინო კუნცევა-გაბაშვილი;
— პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება "Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით მულტიმედიური პრესცენტრ „Sputnik-საქართველოს" ანონსების e-mail-გამომწერი.