ბლუზის მოყვარულებს ჯოსელინ ბრაუნი თბილისში ეპატიჟება

© photo: Sputnikფილარმონია
ფილარმონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯოსელინ ბრაუნი, რომელიც 7 მარტს თბილისში კონცერტს გამართავს, თავის დროზე მიკ ჯაგერთან, ჯენის ჯოპლინთან, ელტონ ჯონთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად გამოდიოდა.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ამერიკელი მომღერალი ჯოსელინ ბრაუნი, R&B-ს, ფანკის, სოულის და გოსპელის ვარსკვლავი, თბილისის საკონცერტო დარბაზში 7 მარტს კონცერტს გამართავს.

ჯოსელინ ლორეტ ბრაუნი 67 წლისაა. მან სიმღერა ჩრდილოეთ კაროლინაში, მშობლიური კინსტონის საეკლესიო გუნდში დაიწყო, შემდეგ შეიყვარა დისკო და სხვა მოდური მუსიკალური მიმდინარეობები. საკუთარ თავში მალე აღმოაჩინა არცთუ ცუდი ვოკალური მონაცემები და მალე გახდა პოპულარული ბექ-ვოკალისტი.

სხვადასხვა პერიოდში ის მღეროდა ლუ რიდთან, მიკ ჯაგერთან, ელტონ ჯონთან, მაიკლ ჯეკსონთან, დაიანა როსთან, ლაიზა მინელისთან, ჯენის ჯოპლინთან ერთად, იმყოფებოდა ტურნეში ბეტ მიდლერთან ერთად.

ბრაუნი ჯონ ლენონის ალბომ Imagine-ის ჩაწერისას მონაწილეობდა როგორც ბექ-ვოკალისტი.

70-იანი წლების ბოლოს ბრაუნმა ნიუ-იორკის კლუბ Studio 54-ში დაიწყო სიმღერა, სადაც ნამდვილი ჰაუს-დივა გახდა. ცნობილია მისი არაერთი კომპოზიცია, მათ შორის, Keep On Jumping, I Believe და Somebody Else"s Guy.

სწორედ ჯოსელინ ბრაუნის ცნობილი ნამღერი I've Got The Power! ისმის ჯგუფ Snap-ის ლეგენდარულ ტრეკში.

საქართველოში ცნობილი მომღერლის კონცერტის ორგანიზატორია SOLO — „საქართველოს ბანკის“ კლიენტთა პერსონალური მომსახურება და ასევე კომპანია Gaerte და Mgroup-ი

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge და ჭავჭავაძის გამზირზე SOLO-ს ლაუნჯში.

ყველა ახალი ამბავი
0