კალაძის ოთხფეხა „ასისტენტი“ სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძის ლეკვი
კახა კალაძის ლეკვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავშესაფრიდან თბილისის მერიაში ახლახან მოხვედრილი ლეკვი უკვე თავის პატრონზე - კახა კალაძეზე პოპულარულია

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ლეკვი, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალური თავშესაფრიდან წამოიყვანა, დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრებოდა.

კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფარი 13 თებერვალს მოინახულა. მან ერთ-ერთი ლეკვი წამოიყვანა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ახალი მეგობარი, რომელსაც ტიფანი დაარქვეს, მერიაში დაბინავდება.

სამშაბათს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ლეკვის ფოტო და ვიდეო: ის თავისუფლად სეირნობდა სხდომათა დარბაზში, სანამ მისი პატრონი სერიოზულ თემებს განიხილავდა.

ცნობილია, რომ კალაძე ძაღლების მოყვარულია. მის აგარაკზე რამდენიმე ჯიშიანი ძაღლი ცხოვრობს, მათ შორის ჰასკი, ვეიმარანერი და სიბა-ინუ.


ყველა ახალი ამბავი
0